ავტორი:

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ჰორმუზის სრუტესგან თავის დაღწევას გეგმავენ - რევოლუციური გეგმა, რომელიც ნავთობის მსოფლიო ბაზარს შეცვლის

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ჰორმუზის სრუტესგან თავის დაღწევას გეგმავენ - რევოლუციური გეგმა, რომელიც ნავთობის მსოფლიო ბაზარს შეცვლის

სპარსეთის ყურის ნავთობმწარმოებლები ისტორიულ ნაბიჯს დგამენ. ირანის მხრიდან გემებზე ხშირი თავდასხმებისა და ტრაფიკის ბლოკირების ფონზე, რეგიონის ქვეყნები ჰორმუზის სრუტის ავლით ახალ მილსადენებსა და პორტებს აშენებენ.

გთავაზობთ დეტალებს იმ მასშტაბური პროექტების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა თეირანს მსოფლიო ენერგოუსაფრთხოებაზე კონტროლის მთავარი ბერკეტი გამოაცალოს.

  • თეირანის “ოქროს გასაღები“ და მილიარდობით დოლარის ხარკი

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერტილია, სადაც ომის დაწყებამდე მსოფლიო ნავთობის 20% გადიოდა. თუმცა, ომის მეხუთე თვეს ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ირანი არა მხოლოდ ბლოკავს ტრაფიკს, არამედ გემებისგან ე.წ. “დაცვის ფულს“ ითხოვს, რაც მილიონობით დოლარს აღწევს, ხოლო დაწესებულმა მოსაკრებლებმა შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი შეადგინოს. სწორედ თეირანის ამ გავლენის მინიმუმამდე დაყვანაა ახალი პროექტების მთავარი მიზანი.

  • არაბეთის გაერთიანებული საამიროების “დასავლეთ-აღმოსავლეთის“ გზა

ამერიკის მოკავშირეებს შორის ყველაზე აქტიური არაბეთის გაერთიანებული საამიროებია. ქვეყნის “დასავლეთ-აღმოსავლეთის მილსადენის“ პროექტი უკვე 50%-ით დასრულებულია.

  1. პროექტის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება - 252 მილი სიგრძის მილსადენი გააორმაგებს ქვეყნის სახმელეთო გამტარუნარიანობას და დღეში 3.6 მილიონ ბარელამდე გაზრდის.
  2. გარდა ამისა, დუბაი გეგმავს ახალი პორტისა და საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას არაბეთის ზღვის მხარეს, რათა ტვირთების იმპორტი სრუტის გვერდის ავლით მოხდეს.

ერაყის ამბიციური პროექტი და იორდანია-თურქეთის კავშირი

კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ერაყში. ბასრა-ჰადითას ნავთობსადენი, რომლის სიგრძეც 435 მილია, ქვეყანას იორდანიასთან, სირიასა და თურქეთთან დააკავშირებს.

პროექტისთვის უკვე გამოიყო 1.5 მილიარდი დოლარი.მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ ნავთობს გაატარებს. ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის ექსპორტის დაცვის გარანტი რეგიონული არეულობების დროს.

  • როდის შესრულდება გეგმა?

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის, ალექსანდრა პაულუსის პროგნოზით, 2027 წლის ბოლოსთვის მილსადენებს შეეძლებათ სპარსეთის ყურის ომამდელი ექსპორტის 45%-ის გადამისამართება. ბანკის შეფასებით, 2028 წლისთვის სრუტის გვერდის ავლით დღეში 7.3 მილიონი ბარელი გავა, რაც ყურის ნავთობის 60%-ს “სრუტისგან დაცულს“ გახდის.

პარალელურად, საუდის არაბეთი განიხილავს წითელი ზღვის მილსადენის სიმძლავრის გაზრდას დღეში 9 მილიონ ბარელამდე.

მიუხედავად ოპტიმისტური გეგმებისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანის გავლენის სრულად განულება შეუძლებელია, რადგან ყოველდღიურად 7-დან 9 მილიონ ბარელამდე ნავთობი კვლავ სრუტეზე დარჩება დამოკიდებული. გარდა ამისა, ზოგიერთი მილსადენის უსაფრთხოება დამოკიდებულია წითელი ზღვის სტაბილურობაზე, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეები ბაბ ელ-მანდების სრუტეზე თავდასხმებით იმუქრებიან.

წყარო