"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა. პოლიტიკოსი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
“სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ
მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე.
პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო.
სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.
პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ
რუსეთი რომ იტ.....ა, ეგეც მახსოვს,“ - წერს ჯაფარიძე.