ამჟამად უკრაინა წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და ამ მაჩვენებლის გაორმაგებას გეგმავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"მახსოვს, პირველად საჯაროდ გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა: წელიწადში 1 მილიონი დრონი. ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ახლა კი შეგვიძლია განვაცხადოთ: ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ამას პარტნიორებთან ერთად მიაღწევს.
ცნობისთვის, ივნისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მსტისლავ ბანიკმა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მნიშვნელოვან პოტენციალზე ისაუბრა და პარტნიორებს ძირითადი სამხედრო პროგრამებისთვის დაფინანსებისა და მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.