ავტორი:

"პუტინს ვეუბნები: ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს" - დონალდ ტრამპი

"პუტინს ვეუბნები: ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს" - დონალდ ტრამპი

ვლადიმერ, დროა შეჩერდე - დროა, ეს ომი დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუში განაცხადა.

  • დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.

"ვფიქრობ, დიახ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნება.

"არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მე ვეუბნები: "ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა ეს ომი დასრულდეს“. ვფიქრობ, ის შეთანხმებისთვის მზად არის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა, ტრამპმა უპასუხა, რომ "მალე“.

"ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება, მაგრამ ის შეთანხმებისთვის მზად არის“, - განაცხადა ტრამპმა.