ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს 11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, სააკაძის, მუხრანის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლულეთი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.