ავტორი:

TikTok-ის კიდევ ერთი საშიში ტრენდი, რომელიც ბავშვებს ასახიჩრებს - გაფრთხილება მშობლებს: რა უნდა იცოდეთ პოპულარულ სათამაშოზე, რომლის არასწორი გამოყენება მძიმე დამწვრობას იწვევს?

TikTok-ის კიდევ ერთი საშიში ტრენდი, რომელიც ბავშვებს ასახიჩრებს - გაფრთხილება მშობლებს: რა უნდა იცოდეთ პოპულარულ სათამაშოზე, რომლის არასწორი გამოყენება მძიმე დამწვრობას იწვევს?

ექიმები და უსაფრთხოების ექსპერტები მშობლებს პოპულარული სენსორული სათამაშოების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული საშიში ტრენდია, რომლის დროსაც ბავშვები სათამაშოებს მიკროტალღურ ღუმელში აცხელებენ.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ატლანტაში მოხდა. უიტნი ჰენდის თქმით, მისი მეხუთე კლასელი ქალიშვილი სახლში მარტო თამაშობდა, როდესაც NeeDoh-ის გელით სავსე სათამაშო მიკროტალღურ ღუმელში მოათავსა, რათა უფრო რბილი გამხდარიყო. სათამაშოს ამოღებისას ის აფეთქდა და შიგნით არსებული ადუღებული გელი ბავშვს სახესა და მკლავზე შეესხა.

“გელი ძალიან ბლანტი იყო, წებოს ჰგავდა და კანზე ეკვროდა. მისი მოშორებისას კანსაც აძრობდა,“ - ამბობს დედა.

ექიმების თქმით, მსგავსი შემთხვევები სულ უფრო ხშირად ფიქსირდება. ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის დამწვრობის ცენტრის სპეციალისტის, ემილი ვერტმანის განცხადებით, ბოლო პერიოდში მხოლოდ მათ ცენტრში ათამდე მსგავსი პაციენტი მიიღეს.

  • სპეციალისტების განმარტებით, გელით სავსე სათამაშოების გაცხელება განსაკუთრებით საშიშია, რადგან ადუღებული შიგთავსი კანზე ეკვრის და ღრმა დამწვრობას იწვევს. რისკი არსებობს მაშინაც, თუ ასეთი სათამაშო დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ან ცხელ ავტომობილში დარჩება.

სათამაშოს მწარმოებელი კომპანია Schylling მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ NeeDoh-ის პროდუქტები არ უნდა გაცხელდეს, გაიყინოს, გაიჭრას ან მიკროტალღურ ღუმელში მოთავსდეს, რადგან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

კომპანიის ინფორმაციით, უსაფრთხოების გაფრთხილებები მითითებულია როგორც შეფუთვაზე, ისე ონლაინ გვერდებზე. ასევე, კომპანია TikTok-თან და სხვა პლატფორმებთან თანამშრომლობს, რათა წაიშალოს კონტენტი, რომელიც ამ სახიფათო პრაქტიკას ახალისებს.

წყარო