ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისთან მატჩის წინ არგენტინელი მეტოქე “ულტრასები“ და ერთმანეთს ბოთლები დაუშინეს.

Jugamos contra Inglaterra , todos unidos

Los de Huracán y San Lorenzo … pic.twitter.com/dr5d6q6Lzt
— Kevin olguin (@Olguinkev) July 15, 2026

სანამ ჯგუფები ერთმანეთს მუშტებს უშენდნენ, ორმა მამაკაცმა იქვე მდგარი ურნები აიტაცა და საპასუხოდ ისროლა. ერთ-ერთმა ფანმა კი კიდევ უფრო შორს წასვლა გადაწყვიტა, ქუჩაში მდგარი სკამს ხელი დაავლო და მეტოქეების მიმართულებით ისროლა.

არგენტინელი გულშემატკივრები ნახევარფინალის წინა ღამეს მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო, პოლიციელები ჩანთებს ჩხრეკდნენ და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით შემსვლელთა ნაკადს აკონტროლებდნენ. შეკრება მალევე ქაოსში გადაიზარდა, როდესაც გულშემატკივართა ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რის გამოც ბევრმა ადამიანმა თავის გადასარჩენად ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.
“ულტრასების“ ეს საქციელი მკაცრად დაგმო არგენტინელ გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა, მათ არგენტინის ნაკრების ქომაგებს მატჩის დაწყებამდე ერთიანობისკენ მოუწოდეს.