ავტორი:

"ქართულ ტელევიზიებს ურჩევნიათ თურქული და ბრაზილიური სერიალები აჩვენონ და არა ის, რომ ჩვენი გუნდი ევროტურნირებზე მონაწილეობს" - თემურ ქეცბაია

"ქართულ ტელევიზიებს ურჩევნიათ თურქული და ბრაზილიური სერიალები აჩვენონ და არა ის, რომ ჩვენი გუნდი ევროტურნირებზე მონაწილეობს" - თემურ ქეცბაია

თბილისის დინამო უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევ მატჩში ლუქსემბურგის "მონდორფს" დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ თბილისში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა:

  • "ქართულ ტელევიზიებს ურჩევნიათ თურქული და ბრაზილიური სერიალები აჩვენონ და არა ის, რომ ჩვენი გუნდი ევროტურნირებზე მონაწილეობს.

წინათ იყო, ახალ ამბებს რომ აშუქებდნენ, ახალი ამბების ბოლოს სპორტზეც რაღაცას იძახოდნენ, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ მარტო პოლიტიკაზეა ტელევიზიებში ლაპარაკი და ფეხბურთი არავის არ აინტერესებს და ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს უყვარს ფეხბურთი.

ევროტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად რომ ჩაატარა შეხვედრები, იქ დავინახე, როგორ გვიყვარს ფეხბურთი, ამდენი ხალხი იყო გერმანიაში სტადიონზე, 20-30 000 გულშემატკივარი. აქ არ მინახია ეგეთი რამე, საზღვარგარეთ კი არა. ვლაპარაკკობთ, მაგრამ არანაირი წინსვლა ამ თემებზე არ არის. ასე რომ, სამწუხაროა"