აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დარტყმები მიმართულია ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე, რომელიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მოძრავი გემებისთვის საფრთხის შესაქმნელად. აშშ-ის სამხედროები ირანს პასუხისმგებლობას მთავარსარდლის მითითებით აკისრებენ“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა ირანის სამეთაურო ცენტრებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, რაკეტებისა და დრონების შესაძლებლობებს, ასევე სანაპირო სათვალთვალო ობიექტებს შეუტიეს.
“აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.
ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მატ შორის საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში და სამხრეთ ქალაქებში აჰვაზსა და ჩაბაჰარში აფეთქებების ხმები ისმოდა.
“არ მიყვარს ვადების დაწესება, მაგრამ მათ თითქმის ყველაფერი იციან. ირაშია საქმე. სჯობს, წესიერად მოიქცნენ“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აძლევს თუ არა ის ირანს ვადას, სანამ აშშ ხიდების დაბომბვას დაიწყებს.
ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ.“