ავტორი:

"ოკუპირებული ენერგოდარის "პროკურატურის" თანამშრომელი, პროპაგანდისტი ანა კირგუევა ოჯახურ ზეიმზე მიდიოდა, როცა მის მანქანას უკრაინული დრონი დაეჯახა" - რას წერს მედია

"ოკუპირებული ენერგოდარის "პროკურატურის" თანამშრომელი, პროპაგანდისტი ანა კირგუევა ოჯახურ ზეიმზე მიდიოდა, როცა მის მანქანას უკრაინული დრონი დაეჯახა" - რას წერს მედია

გავრცელებული ინფორმაციით, ენერგოდარის პროკურორის თანაშემწე, იუსტიციის მესამე კლასის მრჩეველი ანა კირგუევა, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

  • ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კირგუევა ჩრდილოეთ ოსეთში, ოჯახურ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა. ავტომობილს, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, მე-2 გამშვები პუნქტის რაიონში დრონით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სულ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მანამდე ენერგოდარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ პუხოვმა დაადასტურა სამოქალაქო ტრანსპორტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების რთული ვითარების გამო ცხედრების დაუყოვნებლივ ევაკუაცია ვერ მოხერხდა. ამავე პერიოდში ქალაქში დაიბომბა ადგილობრივი სუპერმარკეტიც.

„ოკუპირებული ენერგოდარის უკანონო პროკურატურის თანამშრომელი ანა კირგუევა, რუსულ პროპაგანდისტულ აქტივობებში მონაწილეობდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ოჯახურ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩრდილოეთ ოსეთში მიემგზავრებოდა და მის ავტომობილს „ნოვოროსიას“ ტრასაზე (Р-280) უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.“ - წერს NEXTA.