კიევში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას ითხოვენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ასევე, უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების გამო უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე, პაველ ელიზაროვი გადადგა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას არ წარადგენს.
მიხაილო ფედოროვმა ოთხშაბათს გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა და მისი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, გააგრძელებს თავის მისიას, რათა „მტერი ასიმეტრიის, ინოვაციებისა და ორგანიზაციული სიძლიერის მეშვეობით დაამარცხოს“.