ადამიანებსა და ამ ელიტურ ოკეანის მტაცებლებს იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია. ასობით მილიონი წლის ევოლუციამ ზვიგენებს ისეთი თვისებები შესძინა, რომელთა შესახებაც მეცნიერებიც კი გაოცებულები საუბრობენ.
გთავაზობთ შოკისმომგვრელ დეტალებს ზვიგენების საიდუმლო ცხოვრებიდან, სადაც მათემატიკური ნიჭი და მუსიკალური გემოვნება ერთმანეთს ერწყმის.
ზვიგენები დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბინადრები არიან. მათ (ან მათ წინაპრებს) დედამიწის ხუთივე მასობრივი გადაშენება გადაიტანეს, მათ შორის ყველაზე გამანადგურებელი “დიდი სიკვდილი“ (Permian-Triassic extinction), რომელმაც საზღვაო სამყაროს 90% გაანადგურა.
მეცნიერული ფაქტები კიდევ უფრო შოკისმომგვრელია: ზვიგენები 60 მილიონი წლით უფრო ძველები არიან, ვიდრე პირველი ხეები, 220 მილიონი წლით უსწრებენ დინოზავრებს და 350 მილიონი წლით ადრე გაჩნდნენ, ვიდრე სატურნის რგოლები ჩამოყალიბდებოდა.
გავრცელებული აზრი, თითქოს ზვიგენები მხოლოდ ინსტინქტებით მართული “გონიერებას მოკლებული“ მტაცებლები არიან, მცდარია. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ:
3. მუცლის ჭიპი და სისხლიანი ბრძოლა დაბადებამდე
იცოდით, რომ ზვიგენებს მუცლის ჭიპი აქვთ? ზოგიერთი სახეობა, მაგალითად ხარი-ზვიგენები და უროსებრი ზვიგენები, ნაყოფს საშვილოსნოში ატარებენ და ჭიპლარის მეშვეობით კვებავენ, ისევე როგორც ადამიანები.
თუმცა, ზოგიერთი სახეობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლა დაბადებამდე იწყება. ქვიშის ვეფხვისებრი ზვიგენის ნაყოფები საშვილოსნოშივე ერთმანეთს ჭამენ. დედის ორ საშვილოსნოში ხუთამდე ნაყოფი იზრდება, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთი ძლიერი ეგზემპლარი რჩება, რომელიც თავისი და-ძმებით იკვებება.
ზვიგენები სულაც არ არიან მარტოხელა მონადირეები. ნაცრისფერი რიფის ზვიგენები წლების განმავლობაში ერთსა და იმავე “მეგობრების წრეში“ ტრიალებენ. ახალგაზრდა ლიმონისებრი ზვიგენები კი ჯგუფურად ცხოვრობენ და ერთმანეთისგან ნადირობის ხერხებს სწავლობენ.
საოცარია, მაგრამ თეთრ ზვიგენებსაც კი აქვთ მეგობრობის უნარი - ორი დიდი თეთრი ზვიგენი, სახელად საიმონი და ჯეკილი, მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ 6 000 კილომეტრის განმავლობაში ერთად მგზავრობდნენ და ერთმანეთს არ შორდებოდნენ.
ზვიგენის კანი საოცარი მასალაა, ის დაფარულია უამრავი პატარა “კბილით“, რის გამოც უხეშ ზუმფარას (ე.წ. “შკურკას“) ჰგავს. გარდა ამისა, მათ აქვთ რვა გრძნობის ორგანო.
მათი “სუპერ-გრძნობები“ საშუალებას აძლევთ:
დააფიქსირონ თქვენი გულისცემა.
იგრძნონ ელექტრომაგნიტური ველის ცვლილება.
ინავიგაციონ დედამიწის მაგნიტური ველის მეშვეობით და გადალახონ ათასობით კილომეტრი.
იხილეთ ასევე: