“საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „თბილისის სწრაფვა, გაატაროს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარ ხალზე ორიენტირებული პოლიტიკა, კოლექტიური დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც პირდაპირი გამოწვევა, როგორც ყელში გაჩხერილი ძვალი“.
„ეს იმდენად აღიზიანებთ დასავლეთის წარმომადგენლებს, რომ ისინი პირდაპირ მზად არიან გავლენის ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მათთვის არასასურველი მოქმედი მთავრობა გადააყენონ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იცნობს თავის ხალხს, მის ისტორიას და მომავალსაც ამის საფუძველზე აშენებს და არ ემსახურება მათ, ვისაც ქართველ ხალხთან და ისტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ზახაროვამ.