ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.