ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხამდნენ, როდესაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და, საუბედუროდ, ნანგრევებში მოჰყვა კომპანიის თანამშრომელი, 30 წლის გივიკო გურეშიძე. ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
მათი უფროსი შვილი საბერძნეთში დაიბადა, სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, მეორე ბიჭიც შეეძინათ. გივიკოდ 5 და 3 წლის ბიჭები დარჩა. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ. სახლს არემონტებდნენ და თითქმის დასრულებული ჰქონდათ ყველაფერი. გივიკოს მშობლები ემიგრაციაში არიან, ლალი და თემური დღეს ჩამოდიან საბერძნეთიდან, აქ გაიგებენ ერთადერთი მონატრებული შვილის დაღუპვის ამბავს.
არ ვიცი, როგორ უნდა ანუგეშო ერთადერთი შვილის დამკარგავი მშობლები. მონატრებული ჰყავდათ შვილი. საოცრად თბილი ბიჭი იყო გივიკო, იუმორით სავსე, ვერ გააბრაზებდი, სულ მოღიმარი შემოგეგებებოდა. ორი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მისი მეუღლე. უამრავი სურვილი დარჩათ აუსრულებელი. ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ. ბეტონს ასხამდნენ კონსტრუქციაში. განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს, მის უსაყვარლეს მეუღლეს და შვილებს... წაიკითხეთ ვრცლად