მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ რაიმე სახის ჩანაწერი, რომელშიც უშვერი სიტყვებით ვიხსენიებ ბიძინა ივანიშვილს ან ვმუშაობ მისთვის სანქციების დაწესებაზე, ვადასტურებ, რომ მე ვარ,- ამის შესახებ კლინიკაში მყოფი, მსჯავრდებული ელენე ხოშტარიას გზავნილშია აღნიშნული.
"მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც უშვერი სიტყვებით ვიხსენიებ ბიძინა ივანიშვილს, ან ვმუშაობ მისთვის სანქციების დაწესებაზე, ან ვამხელ რუსეთთან მის კავშირებს და მის ძალადობრივ ბუნებას, ვადასტურებ, რომ ეს ვარ მე”,- აცხადებს ხოშტარია.