"რიყის დოქების" დემონტაჟი "კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია“. ამის შესახებ განცხადებას "რიყის დოქების“ ავტორი, იტალიური არქიტექტურული ჯგუფი Studia Fuksas-ი ავრცელებს.
სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები უპასუხო დარჩა…
საერთაშორისოდ აღიარებული და ჯილდოების მქონე არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
მეტიც, შენობა საჯარო სახსრებით აშენდა და მისი დემონტაჟი დამატებით საჯარო ხარჯებს მოითხოვს, იმის ნაცვლად, რომ მისი პოტენციალური ხელახლა გამოყენება და აღდგენა შევაფასოთ…
თბილისს შესაძლებლობა აქვს დაუსრულებელი პროექტი აღადგინოს და ინოვაციისა და საერთაშორისო გახსნილობის სიმბოლოდ გარდაქმნას - ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა”, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.