უგანდის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარმა შემზარავმა ავტოკატასტროფამ 20 სკოლის მოსწავლისა და ერთი ზრდასრულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტობუსი, რომელსაც ბავშვები სასწავლო ტურზე გადაჰყავდა, კაპჩორვას რაიონში ამოტრიალდა.
მოსწავლეები ქალაქ ნდეჯეს King David Junior School-დან იყვნენ. ისინი სიპის ჩანჩქერების მონახულების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც ტრაგედია მოხდა.
წინასწარი გამოძიების თანახმად, ავტობუსს მექანიკური გაუმართაობა აღენიშნებოდა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა ჩეკვატიტის გორაკზე - გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მანამდეც არაერთი მძიმე ავარია მომხდარა. პოლიციის ცნობით, ტრანსპორტი გზიდან გადავიდა, დიდ ქვას დაეჯახა და გადაბრუნდა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ძლიერ დაზიანებული ავტობუსი და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც დაშავებული ბავშვების დახმარებას ცდილობენ.