ავტორი:

ბრედ პიტის გვარზე უარს კიდევ ორი მისი შვილი აცხადებს - სკანდალური დავის დეტალები

ბრედ პიტის გვარზე უარს კიდევ ორი მისი შვილი აცხადებს - სკანდალური დავის დეტალები

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა სასამართლოს მამის გვარზე უარის თქმის მოთხოვნით მიმართა - კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 24 წლის მედოქსმა და 21 წლის ზაჰარამ გვარის შეცვლის მოთხოვნა შეიტანეს. მათ გადაწყვეტილების მიზეზად პირადი გარემოებები დაასახელეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილები მამის გვარზე უარს ამბობენ. გასულ წელს ანალოგიური მოთხოვნით სასამართლოს შაილომაც მიმართა, ხოლო ვივიენმა 2024 წელს ბროდვეის მიუზიკლის The Outsiders-ის პროგრამაში საკუთარი თავი მხოლოდ ჯოლის გვარით წარადგინა.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 2016 წელს ჯოლიმ განქორწინების მოთხოვნა შეიტანა. ყოფილ წყვილს ექვსი შვილი ჰყავს - მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპები ნოქსი და ვივიენი.

მათი ურთიერთობის გაუარესება 2016 წელს კერძო თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მოგვიანებით გავრცელებული FBI-ის დოკუმენტების მიხედვით, ჯოლი პიტს ფიზიკურ ძალადობასა და შვილების სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. მიუხედავად გამოძიებისა, მსახიობისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

წყვილი ოფიციალურად 2024 წლის ბოლოს განქორწინდა, თუმცა მათ შორის სამართლებრივი დავა დღემდე გრძელდება.

წყარო