დერმატო-ვენეროლოგია ავერსის კლინიკაში

დერმატო-ვენეროლოგია ავერსის კლინიკაში

კანის, თმის ან ფრჩხილების პრობლემა ხშირად საკმაოდ ბუნდოვან სიმპტომად იწყება და სწორედ აქ დგება ზუსტი დიაგნოზის მნიშვნელობა. დერმატო-ვენეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწორედ ამ პრობლემების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზეა ფოკუსირებული. „ავერსის კლინიკაში" დერმატოლოგი თანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას ეყრდნობა, რაც პაციენტს სთავაზობს ზუსტ დიაგნოზს და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობის გეგმას.

ფილიალები

დერმატოლოგიური მომსახურება ხელმისაწვდომია „ავერსის კლინიკის" შემდეგ ფილიალებში:

  • ცენტრალური ფილიალი - ვაჟა-ფშაველას გამზირი №27 ბ, თბილისი
  • ისნის ფილიალი - ნავთლუღის ქუჩა №11/13, თბილისი
  • ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა №153/ა, თბილისი
  • რუსთავის ფილიალი - ვლადიმერ მესხიშვილის ქუჩა №3ა, რუსთავი
  • მარნეულის ფილიალი - 26 მაისის ქუჩა, მარნეული

პაციენტს საშუალება აქვს, ვიზიტი დაჯავშნოს მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ფილიალში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. სასურველ სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატით: ონლაინ, კლინიკის ვებგვერდიდან, სატელეფონო ზარის საშუალებით ან პირდაპირ სასურველ ფილიალში ვიზიტისას, ადგილზე.

გამოცდილი და სანდო ექიმები

ხშირად გვეკითხებიან, სად შეხვდებით ყველაზე ძლიერ დერმატოლოგს - ჩვენი პასუხი მარტივია: „ავერსის კლინიკის" დერმატოლოგიური გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო აღჭურვილობით. თითოეული პაციენტისთვის მუშავდება ინდივიდუალური მიდგომა - დიაგნოზიდან მკურნალობის დასრულებამდე.

რას მკურნალობს დერმატოლოგი ავერსის კლინიკაში

დერმატოლოგიური მკურნალობისთვის „ავერსის კლინიკა" იყენებს უახლესი თაობის აპარატურას, რომლის საშუალებითაც დერმატოლოგი ეფექტურად უმკლავდება შემდეგ პრობლემებს:

  • სისხლძარღვოვანი წარმონაქმნები - ჰემანგიომა, ბავშვთა ჰემანგიომა, ტელეანგიექტაზიები სახესა და ფეხებზე და სხვა.
  • აკნე - მწვავე პერიოდი და აკნეს შემდგომი პიგმენტაცია
  • როზაცეა - ერითროფობია და კუპეროზი
  • ჰიპერპიგმენტაცია - პოიკილოდერმა, მელაზმა
  • კანის გაახალგაზრდავება - პიგმენტური დაზიანებები (სახე, დეკოლტე, ხელები), ვარდისფერი და წითელი ნაწიბურები, რბილი ფიბრომები

ცალკე მნიშვნელოვანია ფოტოთერაპია - თანამედროვე დერმატოლოგიური მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც დერმატოლოგის რეკომენდაციით გამოიყენება ფსორიაზის მკურნალობისას (ვულგარული, საშუალო სიმძიმის, გენერალიზებული, ბალთოვანი ფორმები).

ხშირი პრობლემები, რომლებთანაც პაციენტები მოდიან

პრაქტიკაში ყველაზე ხშირად პაციენტები დერმატოლოგს მიმართავენ გამონაყარით, ინტენსიური ქავილით, კანის სიწითლით, აქერცვლადი უბნებით ან ფრჩხილის ფერისა თუ სტრუქტურის ცვლილებით. ბევრი ამ პრობლემის უკან ისეთი გავრცელებული დაავადებაა, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი, ჭინჭრის ციება ან სოკოვანი ინფექცია თუმცა ზუსტი დიაგნოზისთვის ყოველთვის საჭიროა სპეციალისტთან შემოწმება, რადგან მსგავსი სიმპტომები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.

როგორ ამოვიცნოთ კანის დაავადება

თუ შენიშნავთ გამონაყარს, რომელიც არ ქრება, ან ხალის ფორმა/ფერი შეიცვალა ეს საკმარისი მიზეზია დერმატოლოგთან ვიზიტისთვის. დაავადებების დეტალური სიმპტომებისა და ერთმანეთისგან განსხვავების შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში „კანის დაავადებები ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი და სხვა.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - ვენეროლოგია

დერმატოლოგიასთან ერთად, “ავერსის კლინიკიაში” ხელმისაწვდომია ვენეროლოგიური მიმართულებაც . სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ხშირად ფარულად ან მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობს, რამაც დროული რეაგირების გარეშე შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

„ავერსის კლინიკაში" პაციენტებს ვთავაზობთ სრულ კონფიდენციალურობას, კომფორტულ გარემოს და უახლეს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგდ): ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, სიფილისი და სხვა.
  • ვირუსული პათოლოგიები: გენიტალური ჰერპესი, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) და მისი კანისმიერი გამოვლინებები (მაგ. მახვილწვერიანი კონდილომები, პაპილომები).
  • სოკოვანი და შერეული ინფექციები: კანდიდოზი (ე.წ. რძიანა) და შარდ-სასქესო სისტემის სხვა ანთებითი პროცესები.

დერმატოლოგის რჩევა

კანის ცვლილების იგნორირება ან თვითმკურნალობა ხშირად პრობლემას ამძაფრებს, ნაცვლად მისი მოგვარებისა. რაც უფრო ადრე მიმართავთ სპეციალისტს, მით მეტია ეფექტური და სწრაფი მკურნალობის შესაძლებლობა. ჩაინიშნეთ ვიზიტი დერმატოლოგთან თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ფილიალში და მიიღეთ ზუსტი დიაგნოზი და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა.

R