ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც ფილმში "მარტო სახლში" შესრულებული როლით თავი მთელ მსოფლიოს შეაყვარა

გარდაიცვალა ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც ფილმში "მარტო სახლში" შესრულებული როლით თავი მთელ მსოფლიოს შეაყვარა

ცნობილი ირლანდიელი მსახიობი, ბრენდა ფრიკერი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 1989 წლის ფილმში "My Left Foot" საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი გადასცეს. მსახიობს მთელი მსოფლიო პოპულარული ფილმიდან "მარტო სახლში" იცნობს.

  • ქალი მტრედებით ხელში - ეს სცენა ალბათ ყველას გახსოვთ ფილმიდან "მარტო სახლში 2" - ეს ქალი სწორედ ბრენდა ფრიკერია.

"სამყარო მის გარეშე უფრო პატარა გახდა. ჩემთვის პატივი იყო მისი გაცნობა და მასთან მუშაობა.

ბრენდა მუდმივად დაიკავებს ადგილს ჩემს გულში, მთელ მსოფლიოში კინოს მრავალი გულშემატკივრის გულში", - ამბობს ბრენდა ფრიკერის აგენტი.