ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ატმოსფერო, რომელიც დედამიწის მსგავს, კლდოვან პლანეტას აკრავს გარს.

“ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი და პირველი შემთხვევაა, როდესაც სხვა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მყოფ კლდოვან პლანეტაზე ატმოსფერო აღმოვაჩინეთ", - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორმა კოლინ ჩერუბიმმა.

დღემდე შორეულ ვარსკვლავებთან 6 000-ზე მეტი პლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ეს მიგნება განსაკუთრებულია, რადგან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს მეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს მიზანთან: სხვა სამყაროში სიცოცხლის აღმოჩენასთან.
ჟურნალ “Science“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევრები მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ მათ სიცოცხლის კვალისთვის ჯერჯერობით არ მიუგნიათ. პლანეტას სიცოცხლის შესანარჩუნებლად წყალი სჭირდება, წყლის არსებობისთვის კი იგი თავისი ვარსკვლავიდან ოპტიმალური მანძილით უნდა იყოს დაშორებული და ზომიერი ტემპერატურის ე. წ. სასიცოცხლო ზონაში იმყოფებოდეს. მეცნიერებმა ამ არეს ცნობილი ზღაპრის გმირის პატივსაცემად “Goldilocks zone“ უწოდეს.


LHS 1140b ერთადერთი სამყარო არ არის, რომელსაც მეცნიერები სიცოცხლის ძიებისას აკვირდებიან. K2-18b-მ, “სუბ-ნეპტუნის“ ტიპის პლანეტამ, რომელიც სავარაუდოდ წყლით მდიდარი წიაღით გამოირჩევა, მედიის ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც მეცნიერებმა მასზე დიმეთილსულფიდის კვალი შენიშნეს. დედამიწაზე ეს აირი ზღვის ფაუნასთან არის დაკავშირებული.
თუმცა, 2025 წელს NASA-ს ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ხელახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ აირი ბიოლოგიური პროცესების გარეშეც შეიძლება წარმოიქმნას.