კვირას გასამართ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებულ ნაკრებს FIFA სპეციალურად დამზადებულ ბეჭდებს გადასცემს.
- მატჩს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება და მას მნიშვნელოვანი როლი ექნება. გამარჯვებულს თასს სწორედ ტრამპი გადასცემს.

ჩემპიონობის აღსანიშნავი ბეჭდების გადაცემა ამერიკულ სპორტში დამკვიდრებული ტრადიციაა. ბეჭდებს მაგალითად NFL-ის “სუპერბოულის“ გამარჯვებულებს გადასცემენ ხოლმე.
- მსოფლიო ჩემპიონებისთვის სულ 30 ბეჭედი დაამზადეს, დამატებით 1996 ბეჭედი კი ფანებზე გაიყიდება. თითოეული ბეჭდის დიზაინში მსოფლიო თასის მინიატურული ვერსია იქნება ინტეგრირებული, შიდა მხარეს კი მათ გრავირება ექნებათ გაკეთებული.

პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც გამარჯვებულს თასს გადასცემს, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული 102 მატჩიდან ჯერ არცერთს არ დასწრებია, მან აშშ-ის ნაკრების ყველა ის შეხვედრაც გამოტოვა, რომელიც გუნდმა მერვედფინალში ბელგიასთან წაგებამდე ჩაატარა.
- ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსა და ტრამპის ურთიერთობა ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალად იქცა: აშშ-ის პრეზიდენტმა ფიფას ხელმძღვანელს პირადად დაურეკა და ამერიკელი თავდამსხმელის, ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გადახედვა სთხოვა.

- ბალოგუნის მართლაც გაუუქმეს წითელი ბარათი, რასაც კრიტიკა მოჰყვა და ტურნირის სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბალოგუნს ბელგიის წინააღმდეგ პლეი-ოფის მატჩში თამაშის უფლება მისცეს, თუმცა აშშ მაინც სასტიკად, 1:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატზე სხვა არცერთი წითელი თუ ყვითელი ბარათის ანულირება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ინციდენტების გადასახედად FIFA -ს საფრანგეთმა და ინგლისმაც მიმართეს.
წყარო