შპს "თამოსკინი" საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ კომპანიის მიმართ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის დადგენას ეხმაურება.
კომპანიის განცხადებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "მიკერძოებული და დაუსაბუთებელია, რადგან სააგენტომ სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი წერილობითი პოზიცია მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით“.
კომპანია "თამოსკინი" მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო წესით გასაჩივრებას, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შელახვის მცდელობას.
"თამოსკინისთვის" უმნიშვნელოვანესი პრინციპია, მომხმარებლის ნდობა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება. ამიტომ, კომპანია გააგრძელებს თავის საქმიანობას იმ ღირებულებებით, რომლითაც მას უკავია წამყვანი ადგილი თავის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. ამ ღირებულებებთაგან კი ყველაზე მთავარია, იყოს საუკეთესო მომხმარებლებისათვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრემ პროდუქცია მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.