ავტორი:

დრონებით თავდასხმა რუსეთში, Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება: არიან დაღუპულები და დაშავებულები (ვიდეო)

დრონებით თავდასხმა რუსეთში, Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე - ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება: არიან დაღუპულები და დაშავებულები (ვიდეო)

რუსეთის ტამბოვის ოლქში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. ამის შესახებ რეგიონულმა გუბერნატორმა, ევგენი პერვიშოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულები ლოჯისტიკურ ცენტრში ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლები იყვნენ. თავდასხმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით მისი ლოკალიზება მოხერხდა.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="ru" dir="ltr">Эпичный пиздец канешн. Люди, кто продавал свой Стафф через Wildberries - им большой привет. Читайте договоры с этими бандитами. Там есть пункт форс мажор. Никто нихуя не получит в качестве компенсации <a href="https://t.co/wD0R4SmNi1">pic.twitter.com/wD0R4SmNi1</a></p>&mdash; ⭐️Oles Filonenko⭐️ (@FilonenkoOles) <a href="https://x.com/FilonenkoOles/status/2078362979431502010?ref_src=twsrc%5Etfw">July 18, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • თავდასხმა რუსეთზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის ნაწილი იყო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთის მიმართულებით 370-ზე მეტი უკრაინული დრონი გაუშვეს. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონების უმეტესობა ჯერ კიდევ მოსკოვამდე მისვლამდე გაანადგურეს

თავდასხმები შეეხო Wildberries-ის კიდევ ერთ ლოჯისტიკურ კომპლექსსაც, რომელიც მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში მდებარეობს. კომპანიის ინფორმაციით, იქ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

უკრაინა რუსეთში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებს რეგულარულად ახორციელებს. კიევი აცხადებს, რომ ეს იერიშები პასუხია რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტია გრძელდება.

ამავდროულად, ომის დასრულების მიზნით, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად შენელდა. დასავლური მედიის შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური ყურადღების ირანსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გადატანაა.

წყარო