ავტორი:

უმძიმესი ტრაგედია ფლორიდაში - ალიგატორმა ახალგაზრდა ქალს ხელი მოაგლიჯა, ქალი გარდაიცვალა

უმძიმესი ტრაგედია ფლორიდაში - ალიგატორმა ახალგაზრდა ქალს ხელი მოაგლიჯა, ქალი გარდაიცვალა

აშშ-ის ფლორიდის შტატში ალიგატორის თავდასხმის შედეგად 31 წლის ბრიტანი კლარკი გარდაიცვალა. ქალს 4.5 მეტრის სიგრძის ალიგატორი დაესხა თავს.

  • ბრიტანი კლარკი 28 ივნისს, ცენტრალურ ფლორიდაში მდებარე Little Big Econ State Forest-ის ტერიტორიაზე მეგობარ მამაკაცთან, ჩენს ალისონთან ერთად იმყოფებოდა.

ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიის (FWC) ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ სპეციალისტებმა მდინარეში ორი დიდი ალიგატორი იპოვეს და მოკლეს - ერთი დაახლოებით 3.5 მეტრის, მეორე კი 4.5 მეტრის სიგრძის იყო. ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ სასიკვდილო თავდასხმაში სწორედ დიდი ზომის ალიგატორი მონაწილეობდა.

ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ ბრიტანის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთ-ერთი ნაპოვნი ქვეწარმავლის ნაკბენის კვალს ემთხვეოდა. გამოძიება კვლავ გრძელდება და დამატებითი დეტალები მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შემთხვევის თვითმხილველების თქმით, ბრიტანის გადარჩენას მისი პარტნიორი ცდილობდა. ჩენს ალისონის განცხადებით, ალიგატორმა ქალს ხელი მოაგლიჯა.

ჩენსმა ალიგატორისგან მისი გათავისუფლება მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანი ცოცხალი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მისი პარტნიორის თქმით, სიცოცხლის ბოლო წუთებში ქალმა მხოლოდ თავისი საყვარელი გერმანული ნაგაზის, ჰოკის, ნახვა ითხოვა.

ბრიტანის გარდაცვალების შემდეგ ის ბილიკი, სადაც თავდასხმა მოხდა, დროებით დაიკეტა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ფლორიდის წყალსატევებთან ყოფნისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

წყარო