ავტორი:

ხანძარი ქუთაისში, ბაზრის მიმდებარედ: "ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია პროდუქცია" - რა ვითარებაა ადგილზე (ვიდეო)

ხანძარი ქუთაისში, ბაზრის მიმდებარედ: "ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია პროდუქცია" - რა ვითარებაა ადგილზე (ვიდეო)

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარედ ხანძარი იყო.

ადგილობრივი მედიის, "ინფო იმერეთის" ცნობით, ცეცხლი ტერიტორიაზე წუხელ გაჩნდა. დაზარალებულების თქმით, დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი მთლიანად განადგურებულია.

დახლებზე ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონელი იყო განთავსებული.

"ღამის 4 საათის წუთები იყო, როცა ხანძრის შესახებ გავიგეთ. როდესაც ადგილზე მოვედით, ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია პროდუქცია, 13 ჯიხურია დამწვარი, დაზღვევა არ გვაქვს, არ ვიცი რა გვეშველება", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ არ დაშავებულა.