ავტორი:

როგორ გამოიყურება 76 წლის რიჩარდ გირი - ვრცელდება მსახიობის ახალი ფოტოები

როგორ გამოიყურება 76 წლის რიჩარდ გირი - ვრცელდება მსახიობის ახალი ფოტოები

76 წლის რიჩარდ გირი ნიუ-იორკში ახალი რომანტიკული დრამის, "Asymmetry“-ის გადაღებების დროს 28 წლის მსახიობ დაიანა სილვერსთან ერთად დააფიქსირეს.

  • გავრცელებულ ფოტოებში მსახიობები ცენტრალურ პარკში სცენას იღებენ. ერთ-ერთ კადრში ისინი სკამზე გვერდიგვერდ სხედან და საუბრობენ, სხვა ფოტოებში კი ხელჩაკიდებულები სეირნობენ ნიუ-იორკის ქუჩებში.

ფილმი ლიზა ჰოლიდეის 2018 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. სიუჟეტი ახალგაზრდა რედაქტორის ასისტენტის, ალისის და ცნობილი მწერლის, ეზრას (რიჩარდ გირი), გარშემო ვითარდება. ცენტრალურ პარკში შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა იწყება, რომელიც ორივეს ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის.

Deadline-ის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი ოსკარის მფლობელი ედვარდ ზვიკია.

აღსანიშნავია, რომ რიჩარდ გირი რეალურ ცხოვრებაშიც მასზე ბევრად უმცროს ქალზეა დაქორწინებული. მისი მეუღლე 43 წლის ალეხანდრა სილვაა. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

წყარო