აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა - ირანის ჯანდაცვის სამინისტრო

აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა - ირანის ჯანდაცვის სამინისტრო

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამინისტროს პრესსპიკერმა ჰოსეინ კერმანპურმა განაცხადა, რომ 27 ივნისიდან, როდესაც რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველად დაირღვა, აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა და 500 დაშავდა.

სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი ქალი და ორი ბავშვია.