"ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, საყურე რატომ მიკეთია, ვინ გეკითხება?! აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება" - რას ამბობს დუტა სხირტლაძე ოჯახზე, პროფესიასა და და თავისუფლებაზე?

"ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, საყურე რატომ მიკეთია, ვინ გეკითხება?! აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება" - რას ამბობს დუტა სხირტლაძე ოჯახზე, პროფესიასა და და თავისუფლებაზე?

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ პოდკასტს - "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" სტუმრობდა, სადაც გულახდილად ისაუბრა ოჯახზე, პროფესიასა და იმაზე, თუ რატომ გრძნობს თავს მუდმივად ახალგაზრდულად.

"მილიონ სისულელეს ვაკეთებ, კიკინით და საყურით დავდივარ, რომ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი გავათავისუფლო. საკუთარ თავთან ვიბრძვი, თუმცა რაღაც მომენტში ამოხტება იმ დროინდელი სისულელეები, რაც თავში ჩაგვიტენეს. აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება. ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, საყურე რატომ მიკეთია, ვინ გეკითხება?!" - აღნიშნა მსახიობმა.

  • დუტა სხირტლაძის თქმით, მას განსაკუთრებით უყვარს ისეთი ადგილები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იკრიბება, რადგან საკუთარ ასაკს თავადაც ვერ გრძნობს.

ტელეწამყვანმა მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ურთიერთობა ორმხრივ ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული.

"მიყვარს ადგილები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს, რადგან, ჯერ ერთი, მე თვითონ ვერ ვხვდები, რომ დავბერდი. მე ვარ სარდაფში ჩარჩენილი, პირველი სპექტაკლი რომ ვითამაშე. ტვინით 30-ს ვერ გადავცდი. ტყუილია, მერე ადამიანი არ იცვლება, გამოცდილებას იძენს; გამოცდილება, აზროვნება და ჩამოყალიბება 28 წლის შემდეგ მთავრდება და ხარ სულ მანდ. შემდეგ რაღაც ასაკის მერე გადაწყვეტ, რომ დაბერდი და ეგაა. მე ჯერ არ გადამიწყვეტია.

მიყვარს, რომ არ ვიყო ჯაჯღანა, მიყვარს, ჩემს შვილებს რომ ვუსმენ. მე ყოველთვის ვუსმენ მათ და არა ის, რომ ჭკუა ვარიგო, როგორც თვითონ უნდათ, ისე ცხოვრობენ. მშობლებსა და შვილებს შორის უნდა იყოს სანდოობა. აქ არ არის, რომ მე შენზე ჭკვიანი ვარ, რადგან შენზე მეტი ვიცხოვრე... ჩემი მთავარი მიღწევა, მგონია, რომ შვილებია. ამ წუთას ნინი და ლუკა არიან რომში. მარიამი ფრაიბურგშია, გერმანიაში" - ამბობს დუტა სხირტლაძე.