რატომ არ უნდა გახდეს ზაფხული რადიკალური და საზიანო დიეტების მიზეზი და რა ახალი პრინციპები დაადგინა სამედიცინო საზოგადოებამ კვებაში? - „პალიტრანიუსის“დილის ეთერში ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებსაც ადამიანები სეზონურად, წონის სწრაფი კლების მიზნით უშვებენ. ექიმის განმარტებით, მხოლოდ ესთეტიკაზე ზრუნვა და კალორიების ბრმა დათვლა ორგანიზმისთვის სერიოზული სტრესია, რეალური შედეგი კი ბალანსირებულ კვებასა და ნაწლავურ მიკროფლორაზეა დამოკიდებული.
რატომ არის ხოლმე ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წონაში კლება?
- ზაფხულში უფრო რომ მეტად ჩანს ჩვენი სხეული, შესაბამისად, შემოდგომის მიწურულს, ზამთარში, გაზაფხულის დასაწყისში ჩვენ შეგვიძლია ტანისამოსით დავფაროთ ესა თუ ის ნაკლი. გაზაფხულის მიწურულს და ზაფხულში ადამიანები იწყებენ შფოთვა, ვისაც აქვთ წონის მიმართ გარკვეული პრობლემები ან რაღაც არ მოსწონთ თავის თავში. შესაბამისად, აქ უკვე მიმართავენ აბსოლუტურად ყველაფერს, რადიკალურ გადაწყვეტილებებს, წონაში დასაკლებად რაც, არ არის სწორი.
დაახლოებით, აღდგომის მერე იწყება ფუსფუსი. ეს არ არის სწორი, რადგან როცა ვსაუბრობთ ზოგადად წონაზე, არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე. ესთეტიკაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის უნდა ვიფიქროთ თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში შიგნით, უნდა ვიფიქროთ ჯანმრთელობაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი, ვაკონტროლოთ ცილა, ნახშირწყალი, ჯანსაღი ცხიმი
- ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ბალანსი შევინარჩუნოთ კვების რაციონში. ბოლო პერიოდში კეტოგენური დიეტების ბუმი იყო, სადაც გარკვეული რაციონი არის შერჩეული და იქ უკვე ბალანსს ვერ იცავს ადამიანი. უფრო მეტი ცილაა, უფრო მეტი ცხიმი.
როდესაც ვსაუბრობთ ნორმალურ, ფიზიოლოგიურ კვებაზე და გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზმიც იყოს აბსოლუტურად ადეკვატური და ადაპტირებული გარემოსთან, კვება უნდა იყოს ბალანსირებული - ცილა, ნახშირწყლები და ცხიმები თანაბრად, მაგრამ რაციონალურად უნდა შედიოდეს. სწორი ფიზიოლოგიური პრინციპია: 30%-30%-40%. 30-30% შეიძლება იყოს ნახშირწყლები და ცხიმები, და 40% უნდა იყოს ცილოვანი კომპონენტი.
ზოგადად კვების ინდუსტრიაში შეიცვალა მიდგომები. სამედიცინო საზოგადოებამ 2025 წელს გამოაქვეყნა ახალი კვების პრინციპი, სადაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ცილოვან კომპონენტებს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოჭკო. ზოგადად ვიცით, რომ მწვანე შეფერილობაში ბევრად უფრო მეტი არის უჯრედისი, ვიდრე, ვთქვათ, ჩვეულებრივში. თუმცა რომ შევადაროთ, სალათის ფურცელი, რომელიც შედარებით ღია მწვანეა, ისპანახი მუქი, კომბოსტო საერთოდ თეთრია, მაგრამ ბევრად უფრო მეტი ბოჭკოა მასში.
ასევე არასდროს მოვიხსენიებ კარტოფილს ბოსტნეულად, მიუხედავად იმისა, რომ მასში არის ბოჭკო, უფრო მეტი ნახშირწყალია, ამიტომ შეიძლება უფრო გავიყვანოთ ნახშირწყლებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ 30%-ში ნახშირწყლებისას კიდევ რას მივიღებთ. განაგრძეთ კითხვა>>>