გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია! (ვიდეო)

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია! (ვიდეო)

სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (66 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ხორვატი კლაჩარი იპონით დაამარცხა ფინალში კი გერმანელ პატრიკ ვაიზერს აჯობა.

თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ) რეპეშაჟში ხორვატი რობერტ კლაჩარი დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის სერბ ფილიპ იოვანოვიჩს შეხვდება.

შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები ოთხი ძიუდოისტით გამოდის. ხვალ, 19 ივლისს შეჯიბრებაზე ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) იჭიდავებენ.