გლობალურ ბირჟაზე ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში?

გლობალურ ბირჟაზე ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში?

გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. ბოლო, 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 30 დოლარით გაიზარდა და 4 018 დოლარი შეადგინა.

  • Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ოქროს ფასი 0.75%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 5.6%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო წლიურად 19%-იანი მატება ფიქსირდება.

მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი მცირედით, 0.04 დოლარით (დღის ჭრილში +0.07%) გაიზარდა და 1 უნცია 55.9 დოლარი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 15.6%-ით გაიაფდა, ხოლო წლიურად 46%-იანი ზრდა ფიქსირდება. განაგრძეთ კითხვა>>>