პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რა ვითარებაა ადგილზე? (ვიდეო)

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რა ვითარებაა ადგილზე? (ვიდეო)

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ.

  • დღევანდელი მსვლელობის სლოგანი იყო: "გამარჯვება საქართველოს! გამარჯვება უკრაინას!"

პარლამენტთან მოქალაქეები ყოველდღიურად უკვე ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან. ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ვიდეო: ლევან ზაზაძე