ახალციხეში, 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ახალციხეში, 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ახალციხეში, 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მოზარდი 6 წლისაა, არაფერი სერიოზული, ზედაპირული დაზიანებები აქვს და ცოტახანს დავაკვირდებით კიდევ“- ამბობენ კლინიკაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა.