რუსებმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის დედაქალაქში სახლები, სავაჭრო ცენტრები, სხვა სახის შენობები და ავტომობილები დაიწვა.

ასევე, სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა „ლუკიანოვსკაიას“ მეტროსადგური, რის შემდეგაც მისი მუშაობა დროებით შეჩერდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსებმა კიევის მიმართულებით 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.