საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.
როგორც უწყება წერს, ამის მიზეზი იდებული მდინარეა, რომელმაც კალაპოტი გაარღვია და წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე.
უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მძღოლებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.