"არ მინდა, ამის გამო ციხეში მოვხვდე" - ესპანელ მეკარეს დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევა არ სურს

"არ მინდა, ამის გამო ციხეში მოვხვდე" - ესპანელ მეკარეს დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევა არ სურს

ესპანელი მეკარე ბორხა იგლესიასი დღეს თავისი კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩს მართავს - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არგენტინის წინააღმდეგ, რომელსაც ნიუ იორკის სტადიონი უმასპინძლებს. თუ ესპანეთი გაიმარჯვებს, იგლესიასი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი იქნება, ვინც მატჩის შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელს ჩამოართმევს.

  • თუმცა, იგლესიასს ტრამპი გულზე არ ეხატება და ამის შესახებ ესპანურ მედიასთან საუბრისას ღიად განაცხადა:

"არ მინდა ციხეში წასვლა, იმედი მაქვს, რომ მას ისეთ დროს შევხვდები, როცა ყველანი ბედნიერები ვიქნებით და ეს (ხელის ჩამორთმევა) სწრაფად გაივლის, რომ მისი დავიწყებაც მალე შევძლო...

ახლა სკანდალის დრო არაა. ხალხმა ისედაც მშვენივრად იცის მასზე (ტრამპზე) რა აზრის ვარ. რომ შემეძლოს, სხვაგვარად მოვიქცეოდი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შესაძლოა, ყოვლისშემძლე ვეგონო, გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად მაინც უძლური ვარ".

  • ცნობისთვის, იგლესიასმა წარსულში პალესტინის მომხრე მომიტინგეებს მხარი დაუჭირა და ღიად გააკრიტიკა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელს აკოცა.

იგლესიასის თქმით, ტრამპი იმ ადამიანებს მტრობს, ვინც პროგრესისა და ფუნდამენტური ღირებულებებისთვის იბრძვიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრება და საზეიმო ცერემონიისთვის სცენაზე დარჩება. ესპანეთისა და არგენტინის მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

წყარო

მოამზადა: ანა სიბოშვილმა