შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე მდინარე ადიდა და საავტომობილო გზაზე გადმოვიდა.
უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
"წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა" - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.