არაერთი საერთაშორისო გამოცემა ეხმაურება ხვიჩა კვარცხელიას ძმის, 16 წლის თორნიკეს თბილისის "დინამოს“ რიგებში, "მონდორფ ლე ბენთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობას.
გამოცემა “მუნდო დეპორტივოს“ გამოცემის რედაქტორი ხავიერ გასკონი წერს, რომ 2024 წელს "ბარსელონამ“ "ნაპოლისგან“ 70 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარცხელიას შეძენა ვერ შეძლო, რომელიც პსჟ-ში გადავიდა, ახლა კი კატალონიური კლუბი მისი უმცროსი ძმის განვითარებას უნდა დააკვირდეს. ავტორი აღნიშნავს, რომ ჯერ თორნიკეს სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ ნახევარი მილიონია.
თორნიკეს წერილი Blaugranas-მაც მიუძღვნა: "ამ ოჯახში ეტყობა მხოლოდ ფეხბურთელები არიან. ევროპულ სცენაზე ხვიჩას შემდეგ თორნიკეს ჯერი დადგა. მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და "ბარსა“ ყურადღებით ადევნებს თვალს..." - გააგრძელეთ კითხვა