შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დაკავებული არ არის, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
- როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებოთ მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
კადრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ "TV პირველმა" გაავრცელა, ისმის: "პოლიცია აკავებს ერთ-ერთ მოწმეს, ძალის გამოყენებით".