მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის ნიუ-ჯერსიში, "მეტლაიფ სტადიონზე“ (New York New Jersey Stadium) მიმდინარეობს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო და მისი ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩი ორივე გუნდმა სიფრთხილით დაიწყო, ორივე გუნდის ფეხბურთელები ზედმეტ რიკზე წასვლას ერიდებოდნენ. შესაბამისად, პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები მაყურებელს არ უნახავს. მეტიც მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ უსახური და უინტერესო იყო. მეორე ტაიმი ესპანელთა შეტევებით დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ ასევე წარიმართა, თუმცა შედეგიანი შეტევის განხორციელება მათაც ვერ მოახერხეს. არგენტინელები საკმაოდ კარგად იცავდნენ თავს, მაღალ დონეზე თამაშობდა მათი მეკარე მარტინესიც.

მატჩის მიწურულს მაყურებელმა ორმხრივი შეტევები იხილა, თუმცა გოლი არ გასულა.უკვე დამატებით დროში ენცო ფერნანდესმა ესპანელი ფეხბურთელის წინააღმდეგ წესი დაარღვია, მიიღო მეორე ყვითელი ბარათი, რაც მომენტალურად წითლად იქცა და არგენტინა 10 კაცით დარჩა. მეორე ტაიმის ბოლოს ესპანეთმა მეტად სახიფათო ჯარიმა მოიპოვა, რომელიც იამალმა შეასრულა, მისი უძლიერესი დარტყმა მარტინესმა მოიგერია.

მოკლედ, მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ, ფრედ დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.