2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია - ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია. "ფურია როხა" ფერან ტორესის გოლის წყალობით მეორედ იგებს მუნდიალს.
10 კაცით დარჩენილი არგენტინა ვერაფერს გახდა ესპანური ფეხბურთის ახალ თაობასთან და მატჩი დამატებით ტაიმებში 0:1 დათმო.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის ნიუ-ჯერსიში, "მეტლაიფ სტადიონზე“ (New York New Jersey Stadium) გაიმართა. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო და მისი ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. მხოლოდ მეორე ექსტრა ტაიმის დასაწყისში გაიხსნა ანგარიში. ესპანეთის აქტიურობამ უკვალოდ არ ჩაიარა და 106-ე წუთზე ფერან ტორესმა მარტინესის კარი დალაშქრა. 10 კაცით დარჩენილი არგენტინისთვის აშკარად ჩანდა რომ ძალიან რთული იქნებოდა ანგარიშის გათანაბრება.

თავდაპირველად კი მატჩი ორივე გუნდმა სიფრთხილით დაიწყო, ორივე გუნდის ფეხბურთელები ზედმეტ რიკზე წასვლას ერიდებოდნენ. შესაბამისად, პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები მაყურებელს არ უნახავს. მეტიც მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ უსახური და უინტერესო იყო. მეორე ტაიმი ესპანელთა შეტევებით დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ ასევე წარიმართა, თუმცა შედეგიანი შეტევის განხორციელება მათაც ვერ მოახერხეს. არგენტინელები საკმაოდ კარგად იცავდნენ თავს, მაღალ დონეზე თამაშობდა მათი მეკარე მარტინესიც.

მატჩის მიწურულს მაყურებელმა ორმხრივი შეტევები იხილა, თუმცა გოლი არ გასულა.უკვე დამატებით დროში ენცო ფერნანდესმა ესპანელი ფეხბურთელის წინააღმდეგ წესი დაარღვია, მიიღო მეორე ყვითელი ბარათი, რაც მომენტალურად წითლად იქცა და არგენტინა 10 კაცით დარჩა. ამის შემდეგ თითქოს აშკარა გახდა, რომ მესის დიდებულების მიუხედავად, მის გუნდ გამარჯვება ძალიან გაუჭირდებოდა...
იხილეთ ასევე: