აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და მის მეუღლეს, უშა ვენსს, მეოთხე შვილი - ვაჟი შეეძინათ.
ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ალეკ ნილ ვენსი კვირა დილით დაიბადა. მისი თქმით, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ, ოჯახის სამი უფროსი შვილი კი პატარა ძმის გაცნობით ძალიან გახარებულია.

“უშა და ბავშვი ბედნიერები და ჯანმრთელები არიან. ჩვენი შვილები კი ძალიან აღფრთოვანებულები არიან თავიანთი პატარა ძმის გაცნობით“, - წერს ვენსი სოციალურ ქსელში და მადლობას უხდის უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრის ექიმებსა და პერსონალს.
ჯეი დი და უშა ვენსებს უკვე სამი შვილი ჰყავთ, 9 წლის იუენი, 6 წლის ვივეკი და 4 წლის მირაბელი.

უშა ვენსი ინდოელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მისი მამა მექანიკური ინჟინერია, დედა კი მოლეკულური ბიოლოგი. ჯეი დი ვენსს ის იელის იურიდიულ სკოლაში სწავლის პერიოდში, 2010 წელს შეხვდა და ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ.