ავტორი:

ესპანეთის ახალი “თილისმა“ და FIFA-ს აღმოჩენა - ლამინ იამალის 3 წლის ძმამ ფეხბურთის მოქმედი ჩემპიონები დაჩრდილა

ესპანეთის ახალი “თილისმა“ და FIFA-ს აღმოჩენა - ლამინ იამალის 3 წლის ძმამ ფეხბურთის მოქმედი ჩემპიონები დაჩრდილა

ესპანელი ფეხბურთელის, ლამინ იამალის ოჯახის წევრებიდან ყურადღებას მხოლოდ 19 წლის ვარსკვლავი არ იპყრობს - მისი 3 წლის ნახევარძმა კეინი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სახედ და ესპანეთის “თილისმდ“ იქცა.

კეინი, რომელიც ესპანეთის ნაკრების მაისურით და ძმის ნომრით, 19-ით გამოჩნდა, ფინალში არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ მოედანზე შევარდა და ლამინ იამალს ჩაეხუტა.

კადრებმა, სადაც იამალი და მისი პატარა ძმა ერთმანეთს ეხუტებიან, მალევე მოიცვა სოციალური ქსელები. მედიამ მას “2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავი“ და “ტურნირის ყველაზე საყვარელი ადამიანი“ უწოდა.

  • კეინი 2022 წელს დაიბადა და ლამინ იამალის დედის, შეილა ებანას შვილია. მიუხედავად იმისა, რომ ძმებს საერთო მამა არ ჰყავთ, ფეხბურთელი ხშირად საუბრობს მათ განსაკუთრებულ კავშირზე.

“ჩემი პატარა ძმა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი შვილია“, - თქვა იამალმა.

ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სურს კეინს ისეთი ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, როგორიც თავად არ ჰქონია. იამალი კატალონიის ერთ-ერთ ღარიბ უბანში, როკაფონდაში გაიზარდა და ხშირად საუბრობს იმ სირთულეებზე, რომლებიც ოჯახთან ერთად გამოიარა.

“როცა ვხედავ, რომ დედაჩემი ბედნიერია და ჩემს ძმას შეუძლია ჰქონდეს ისეთი ბავშვობა, როგორზეც მე ვოცნებობდი, ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს“, - აღნიშნა მან.

წყარო