დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის განცხადებით, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან ისაუბრებს.
- „დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში ნათლად დავაფიქსირებ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. მე მის გვერდით 100%-ით ვიქნები, ისევე როგორც კირ სტარმერი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ენდი ბერნემმა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებს.
"პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კვლავ ურყევი და მტკიცეა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.