ავტორი:

თბილისში ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა - დაშავდა ორი მგზავრი

თბილისში ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა - დაშავდა ორი მგზავრი

თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, ორი მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.