ავტორი:

FBI-ის დირექტორი, კაშ პატელი რუსეთში ვიზიტს გეგმავს - რას წერს Politico?

FBI-ის დირექტორი, კაშ პატელი რუსეთში ვიზიტს გეგმავს - რას წერს Politico?

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კაშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ Politico წერს.

  • Politico-ს ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, პატელის ვიზიტი რუსეთში 14-15 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ის ჯერ მოსკოვში გაჩერდება, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგს ეწვევა. ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, პატელი რუსეთის

უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ეწვევა.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა პატელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ან რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს.