ავტორი:

"ზახაროვას რომ სადმე გადაეყაროს თავმოყვარე ქართველი და უხეშად გასცეს პასუხი, ესეც ქალებზე ძალადობად ჩაითვლება?" - მიხეილ სააკაშვილი

"ზახაროვას რომ სადმე გადაეყაროს თავმოყვარე ქართველი და უხეშად გასცეს პასუხი, ესეც ქალებზე ძალადობად ჩაითვლება?" - მიხეილ სააკაშვილი

შემოსეული ღორები გვექცევიან როგორც დაპყრობილ ქვეყანას, სადაც მოსულა ის, რაც მათ ქვეყანაში შეუძლებელია - ზახაროვას რომ სადმე გადაეყაროს თავმოყვარე ქართველი, ასეთები კიდევ დარჩნენ ბევრნი და უხეშად გასცეს პასუხი, ესეც ქალებზე ძალადობად ჩაითვლება და მასზეც საქმეს აღძრავენ? - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც 18 ივლისს თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

  • მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩამოსულ რუს ტურისტებს უჩნდებათ იმის განცდა, რომ „ნებისმიერი ქართველი უნდა იდგეს მათ წინაშე უკანა თათებზე და მათი ნებისმიერი კაპრიზი ჯერ გამოიცნოს და მერე შეუსრულოს“ და მსგავსს ვერ გაბედავდა ვერც ერთი ტურისტი მისი პრეზიდენტობისას, რადგან იცოდნენ, რომ შესაბამის პასუხს მიიღებდნენ.

"ვხედავთ რა დამართეს ტურიზმის სფეროს. მთლიანად გაუარესდა ხარისხი და სრულიად ღორული დამოკიდებულება აქვთ ჩამოსულებს ჩვენი ხალხის მიმართ. ქვეყანაში დგას რუსული შარდის სუნი იქ, სადაც თვითმარქვია ხელისუფლება დგას უკანა თათებზე, რუსეთს შეჰყურებს თვალებში და ცდილობს ყველა მისი სურვილი გამოიცნოს და შეუსრულოს, რათა ყოველკვირეულად ბინძურმა დედაკაცმა ზახაროვამ შეაქოს მორიგ პრესკონფერენციაზე. ამ ზახაროვას რომ სადმე გადაეყაროს თავმოყვარე ქართველი, ასეთები კიდევ დარჩნენ ბევრნი და უხეშად გასცეს პასუხი, ესეც ქალებზე ძალადობად ჩაითვლება და მასზეც საქმეს აღძრავენ?

სადაც ისეთ ქვეყანაში ჩამოდიან რუსები, რომელსაც კაპიტულაციური ხელისუფლება ჰყავს, ისინი რა თქმა უნდა ელიან, რომ ნებისმიერი ქართველი უნდა იდგეს მათ წინაშე უკანა თათებზე და მათი ნებისმიერი კაპრიზი ჯერ გამოიცნოს და მერე შეუსრულოს. თუ ვინმემ გადაუხვია ამას, რა თქმა უნდა, რუსეთის თვალსაზრისით ის ლანძღვასაც და თავზე მოსაქმებასაც იმსახურებს. ოღონდ აქ კიდევ არის ერთი რამ გასათვალისწინებელი, რაც უფრო დაუწვებით, თავს დაიმცირებთ და თავზე ნაცარს დაიყრით, მით უფრო დაგიძახებენ პაპუასს და ველურს. უფრო გადაწყვეტენ, რომ აუცილებელია თქვენთვის რეგულარულად თავში წამორტყმა. დიახაც, მათთვის თქვენ ხართ დამცირებული საქართველო, რომელიც შედგება ველური პაპუასებისგან. ის, რაც კახეთის სასტუმროში მოხდა, არც შემთხვევითია და არც ერთეული. შემოსეული ღორები გვექცევიან, როგორც დაპყრობილ ქვეყანას, სადაც მოსულა ის, რაც მათ ქვეყანაში შეუძლებელია. ჩემ დროს არ იყვნენ რუსი ტურისტები? მე გავუხსენი მათ უვიზო მიმოსვლა.

მაგრამ რომელი რუსი გაბედავდა სააკაშვილის დროს ასეთი რამის გაფიქრებასაც კი. მშვენივრად იცოდნენ რაც მოუვიდოდათ იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ის ქვეყანა, რომელმაც მათ ჯარს შეუბრუნა ხელი. ახლა კი ესაა ქვეყანა, სადაც ჯარისკაცი გმირი ანწუხელიძე მოიხსენიება პიარის სუბიექტად და მისი ხსენება არ არის რეკომენდებული და უნდათ, რომ დავიწყებას მიეცეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.