ავტორი:

ზაფხული მწერების გარეშე - შეარჩიეთ საუკეთესო დამცავი ბადეები

ზაფხული მწერების გარეშე - შეარჩიეთ საუკეთესო დამცავი ბადეები

ზაფხულის ცხელი დღეები, წარმოუდგენელია მწერების გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს, დღეა თუ ღამე, მწერებისგან დამცავი ბადეები დღე-ღამის ნებისმიერ დროს მაქსიმალურად გიცავთ. ჩვენი ბებია-ბაბუები და მშობლები, ოდესღაც, მარლის ნაჭერს ხის ფანჯრის გარე პერიმეტრზე აკრავდნენ. მაშინ ეს მწერების შეღწევისგან თავის დასაცავად ერთადერთი გამოსავალი იყო. თუმცა, დღევანდელ რეალობაში, მწერებისგან დამცავი ბადეები მრავალფეროვანი დიზაინითა და არჩევანით გამოირჩევა. ფანჯრებისა და კარებისთვის განკუთვნილი კოღოს ბადეები თანამედროვე მწერებისგან დაცვის შეუცვლელი ნაწილია. ისინი არა მხოლოდ უზრუნველყოფენ მწერებისგან ეფექტურ დაცვას, არამედ ესთეტიკურ ელემენტსაც მატებენ და ელეგანტურობას სძენენ თქვენს სახლს ან ოფისს.

მწერებისგან დამცავი ბადე არის სპეციალური მყარი ან მოძრავი კონსტრუქცია, რომელიც ფანჯრისა და კარის ღიობებზე მაგრდება. მისი მთავარი ფუნქციაა, რომ მწერებმა ვერ შეაღწიონ სახლში თუ ოფისებში. მწერებისგან დამცავი ბადეები მზადდება მტკიცე და გამძლე ბოჭკოვანი მასალისგან, რომელიც ხელს არ უშლის ჰაერის შეუფერხებელ ცირკულაციას, ინარჩუნებს მაქსიმალურ ხილვადობას და ეკოლოგიური ალტერნატივაა.

ხშირად მომხმარებლები არასწორ არჩევანს აკეთებენ და ფიქრობენ, რომ მწერებისგან დამცავი ბადეები მხოლოდ ზაფხულის აქსესუარია. სინამდვილეში, მწერებისგან დამცავი ბადე გაცილებით მეტ ფუნქციას ასრულებს, ვიდრე უბრალოდ კოღოების ან ბუზების შეკავებაა. ეს აქსესუარი მოქმედებს, როგორც დამატებითი ფილტრი მტვრის, ალერგენებისა და მცენარეების ბუსუსების წინააღმდეგ. შესაბამისად, ჰაერი, რომელიც ოთახში აღწევს, სუფთა და ჯანსაღია. ეს კი, ალერგიული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თუ თქვენ მაღალ სართულზე ცხოვრობთ და სახლში შინაური ცხოველები გყავთ, სპეციალური ბადეები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის დამატებით უსაფრთხოების ბარიერს ქმნის.

მწერებისგან დამცავი ბადეები სხვადასხვა ტიპისაა, მათ შორის:

პლისე ბადეები - მწერებისგან დამცავი პლისე ბადეების ტიპი ფანჯრებსა და კარებზე მარტივად მონტაჟდება. ამ ტიპის ბადეს ქსოვილს აქვს გოფრირებული ფორმა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მის გაკვრას დიდი ზომის ღიობებზე, კარებსა და ფანჯრებზე.

თანამედროვე ტიპის პლისე ბადეები მწერებისაგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა. გამორჩეული და დახვეწილი დიზაინი, მოძრაობის მარტივი მექანიზმი მაქსიმალურად კომფორტულ და მშვიდ სივრცეს ქმნის, თქვენს სახლებში, აგარაკებსა და სასურველ სივრცეში. პლისე ბადეები გამორჩეული ევროპული ხარისხით, გამოყენების სიმარტივით, დიზაინითა და ესთეტიკურობით. პლისე ბადე დამზადებულია ლამინირებული ძუისაგან, რომელიც იცავს მას ცვეთისაგან და აქვს ხანგრძლივი მოხმარების პირობა. ამ ტიპის ბადეები გამოიყენება ტერასის შესასვლელებზე,

თანამედროვე მინიმალისტური ინტერიერების გასალამაზებლად, კარებსა და დიდი ზომის ფანჯრებზე.

სტაციონარული ტიპის ბადეები - მწერებისაგან დამცავი ბადე, რომელიც სტაციონარული ტიპისაა, გამოირჩევა პრაქტიკული გადაწყვეტით. ამ ტიპის ბადეები შეგიძლიათ, რომ ზაფხულის სეზონზე დაამონტაჟოთ ძალიან მარტივად და ზამთრის დადგომასთან ერთად, ასევე მარტივად მოხსნათ და შეინახოთ. ფანჯრის ჩარჩოზე თავისივე სამაგრებით მაგრდება სტაციონარული ბადეები. მისი მოხსნა დაყენება საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს ჩარჩოს დამატებით გახვრეტას. ზომებიდან გამომდინარე სტაციონარულ ბადეებს სიმყარისათვის შესაძლებელია, რომ ჰქონდეს ტიხარი, ასევე, მისი მოვლა, საკმაოდ მარტივია და ირეცხება წყლის ჭავლით. სტაციონარული ბადეები გამოიყენება: საძინებლის ფანჯრებზე, სამზარეულოს ფანჯრებსა და მცირე ღიობის ფანჯრებზე.

მწერებისგან დამცავი სლაიდური ბადე - რომელიც მოძრაობს სპეციალურ სასრიალო პროფილზე, მისი ჩარჩო შედგება, სქელი, ალუმინის 60 მმ - იანი პროფილისაგან და მასში ჩაჭიმულია ლამინირებული ძუისაგან დამზადებული ქსოვილი. ტექნიკური მახასიათებელი საშუალებას იძლევა, რომ ბადეს არ ჰქონდეს დამატებითი ტიხარი. ასეთი ტიპის ბადე, განსაკუთრებით რეკომენდებულია, მაქსიმალურად დიდი ზომის ღიობების დასაფარად. სლაიდური ბადე იმეორებს იგივე კონფიგურაციას, რაც სლაიდურ კარს გააჩნია.

ანჯამებზე მოძრავი ბადეები - ამ ტიპის ბადეები განკუთვნილია, როგორც კარისთვის, ასევე, ფანჯრისათვის. კარის შემთხვევაში გამოყენებულია 45 მმ სიგანის ორმაგი პროფილი, ხოლო ფანჯრის შემთხვევაში 25 მმ სიგანის პროფილი. ამ ტიპის ბადეებს, ზომის შესაბამისად, შესაძლებელია, ჰქონდეს დამატებით ტიხარი. ანჯამებზე მოძრავი ბადე მოძრაობს ანჯამების საშუალებით. მისი დაკეტვა ხდება მაგნიტისა და სპეციალური ფიქსატორის საშუალებით. ამ ტიპის ბადეები გამოიყენება აივნის კარების, ეზოს შესასვლელების და სამზარეულოს გასასვლელებზე.

რულონური ტიპის მწერებისგან დამცავი ბადე - ამ ტიპის ბადეები მარტივად ინახება და იხვევა. გამოირჩევ კომფორტული მოხმარებით და მონტაჟდება კარისა და ფანჯრების ჩარჩოზე. რულონური ბადე ფანჯრისათვის იმართება მარტივად, თოკის მეშვეობით. ქსოვილი ეხვევა ზამბარის საშუალებით ხუფში და მოძრაობს მიმმართველებში. მისი ჩაკეტვა ხდება მარტივად, სპეციალური ჩამკეტების საშუალებით. მთავარი მექანიზმი მოთავსებულია ჰორიზონტალურად. ხოლო, რულონური ბადე კარის შემთხვევაში, მთავარი მექანიზმი მოთავსებულია ვერტიკალურად, მისი მოძრაობა ხდება მარტივად და იკეტება სპეციალური მაგნიტის საშუალებით. ასეთი ტიპის ბადეები განსაკუთრებით კომფორტულია მცირე ზომის და ფრანგული ტიპის აივნებისთვის. რულონური ბადე არ საჭიროებს სეზონურად მოხსნა დაყენებას, ქსოვილი ინახება მისთვის განკუთვნილ ხუფში. რულონური ბადე გამოიყენება, დიდი ფანჯრების, აივნის კარების და პანორამული ფანჯრების ჩარჩოებზე.

როგორ უნდა აარჩიოთ მწერებისგან დამცავი ბადეები ?

მწერებისგან დამცავი ბადეების შეძენა განსაკუთრებით აქტუალური ხდება გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე, როდესაც კოღოები, ბუზები და სხვა მწერები ყოველდღიურ დისკომფორტს ქმნიან. სწორად შერჩეული ბადე საშუალებას გაძლევთ თავისუფლად გაანიავოთ ოთახები, ისარგებლოთ სუფთა ჰაერით და ამავდროულად სახლი მწერებისგან ეფექტურად დაიცვათ.

მწერებისგან დამცავი ბადის არჩევა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რისთვის გჭირდებათ ბადე, ფანჯრისთვის გჭირდებათ თუ კარისთვის. ასევე, მნიშვნელობა აქვს ღიობის ზომას, დიზაინს, მონტაჟის ტიპს, გამოყენების სიხშირესა და მოვლის სიმარტივეს. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეძლებთ ისეთი ბადის შერჩევას, რომელიც სრულად მოერგება თქვენს საჭიროებებს. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია მწერებისგან დამცავი ბადეების სხვადასხვა ტიპი და სწორად შერჩეული მწერებისგან დამცავი ბადე არა მხოლოდ ეფექტურად იცავს თქვენს სახლს მწერებისგან, არამედ უზრუნველყოფს კომფორტს, უსაფრთხოებასა და სუფთა ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას ყოველდღიურად.

როგორ უნდა მოუაროთ მწერებისგან დამცავ ბადეებს ?იმისთვის, რომ მწერებისგან დამცავმა ბადემ დიდხანს შეინარჩუნოს ხარისხი, ვიზუალი და ფუნქციურობა, აუცილებელია მარტივი, მაგრამ რეგულარული მოვლა. უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია ბადის გაწმენდა წელიწადში 1-2-ჯერ მაინც. ეს ხელს უშლის მტვრის და სხვა ნარჩენების დაგროვებას, რაც დროთა განმავლობაში ამცირებს ბადის გამჭვირვალობას და ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას.

გაწმენდისას უმჯობესია, გამოიყენოთ რბილი ტილო ან ღრუბელი და თხევადი, საწმენდი საშუალებები. ძლიერი ქიმიური საშუალებების გამოყენება ან უხეში ჯაგრისები ბადის ქსოვილის დაზიანებას იწვევს.

ზამთრის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ბადის მოხსნა და უსაფრთხოდ შენახვა მშრალ და დაცულ ადგილას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ შემთხვევებში, როდესაც ბადე იშვიათად გამოიყენება ან გსურთ მისი ხანგრძლივად გამოყენება. სწორი მოვლა მნიშვნელოვნად ზრდის მწერებისგან დამცავი ბადის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს მის ეფექტურ მუშაობას მრავალი წლის განმავლობაში. ზაფხულში მნიშვნელოვანია კომფორტული ვენტილაცია, ამიტომ ბადე უნდა იძლეოდეს ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ servisebi.ge -ზე განთავსებული განცხადებები დაგეხმარებათ მარტივად იპოვოთ უსაფრთხოების ბადეების სანდო მომწოდებლები. გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ მაღალი ხარისხის მწერებისგან დამცავი ბადეების დამზადებასა და მონტაჟს. პროფესიონალური სერვისი უზრუნველყოფს: ზუსტ გაზომვას, სწორ მორგებას ფანჯრის ტიპზე, სწორად მონტაჟს და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებას ან/და შეცვლას. მწერებისგან დამცავი ბადეების დამზადება შესაძლებელია აზომვიდან სულ რაღაც 2 დღეში, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მოკლე დროში მიიღოთ სრულყოფილი და ეფექტური დაცვა თქვენი ფანჯრებისა და კარებისთვის.

(NS)